13.11.15

ხილის ტორტი

უმი, რძის პროდუქტის და შაქრის გარეშე, ჯანმრთელი, გემრიელი ხილის ტორტი.

გჭირდებათ:
- 1 ჭიქა ქეშიუ (ინდური თხილი), რამდენიმე საათით წყალში დალბობილი
- 1/2 ჭიქა ფინიკი, რამდენიმე საათით წყალში დალბობილი 
- 1/2 ჭიქა ნიგოზი ან ნუში
- 1/2 ჭიქა მოცვი, გაყინული
- 1/2 ჭიქა ჟოლო, გაყინული
- 1/2 ჭიქა წიწიბურა ან წიწიბურას ფქვილი
- 1 ბანანი, გაყინული

პირველი ფენა: ფუდ პროცესორით აურიეთ ნიგოზი, ფინიკი, წიწიბურა. მიღებული მასა ჩადეთ ფორმაში და გააბრტყელეთ. შეყინეთ რამდენიმე საათი.

მეორე ფენა: ნახევარი ჭიქა ქეშიუ და ბანანი ათქვიფეთ და წაუსვით პირველ ფენას. შეყინეთ რამდენიმე საათი.

მესამე ფენა: დარჩენილი ქეშიუ და მოცვი ან ჟოლო ან ორივე ათქვიფეთ და წაუსვით მეორე ფენას. მოაყარეთ ზევიდან გაყინული ხილი და შეყინეთ რამდენიმე საათი.

სურვილისამებრ, თუ უფრო ტკბილი გინდათ გამოვიდეს, დაუმატეთ ბანანი, ფინიკი, თაფლი.


სუფრაზე გამოტანამდე ნახევარი საათით ადრე გამოიღეთ საყინულედან და გემრიელად მიირთვით.




12.11.15

შოკოლადის ფილა

დაუჯერებლად გემრილი!

გჭირდებად მხოლოდ 3 რამ:

- 1/3 ჭიქა ქოქოსის ზეთი (გუდვილში ვყიდულობ)
- 2 სუფრის კოვზი კაკაო (ამაზონიდან ვიწერ)
- 1 ან 2 სუფრის კოვზი თაფლი

ქოქოსის ზეთი უნდა იყოს თხევად მდგომარეობაში, დაუმატეთ კაკაო და თაფლი, მოურიეთ. მიღებული თხევადი შოკოლადი ჩაასხით სილიკონის ფორმებში. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ თხილი, ნიგოზი, ქიშმიში და შეყინეთ რამდენიმე საათი.

უკვე აღარ ვდარდობ ალექსანდრა თუ მეტყვის შოკოლადი მინდაო :) 

7.11.15

ბანანი შოკოლადით და ნიგვზით

ინგრედიენტები:
  • 1 ბანანი
  • 3 ფინიკი
  • 1 ჩ.კ. კაკაო
  • 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი ან წყალი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 3-4 ნიგოზი

ფინიკი ჩაალბეთ ცხელ წყალში, რომ დარბილდეს და დააბლენდერეთ ქოქოსის ზეთში ან წყალში, დაუმატეთ კაკაო და თაფლი. ბანანს კანი მოაშორეთ, მოასხით შოკოლადის სითხე და მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი (შეგიძლიათ ნიგოზი მოხალოთ).

მიირთვით გემრიელად.

P.S. დღეს შოკოლადის ფილას ვტესტავ, თუ გამომივა გაგიზიარებთ.