ჩია პუდინგი
ინგრედიენტები:
- ჩიას თესლი (2 სუფრის კოვზი)- ქოქოსის (შეგიძლიათ ძროხის) რძე (1 ჭიქა)
- თაფლი (1 ჩაის კოვზი)
- ვანილი
- მარილი
- პატარებად დაჭრილი ხილი და/ან თხილი (1-2 სუფრის კოვზი)
მომზადება:
რძეში (მე 1 ჭიქა წყალში ვყრი 1 ჩაის კოვზ ქოქოსის რძის პუდრს) ჩაასხით თაფლი, ვანილი, მარილი და ჩააყარეთ ჩიას თესლი. მოურიეთ რომ თესლები ერთმანეთს არ შეეწებოს. 5 წუთი გააჩერეთ და კიდევ მოურიეთ. ასე გაიმეორეთ 2-3ჯერ. ჩიას თესლები რძეს შეიწოვს და გახდება ბლანტი. ჩაასხით პატარა ფიალებში (მე სამად ვყოფ ხოლმე) და 1 საათით მაცივარში შედეთ. გამოიღეთ, ზევიდან მოაყარეთ ხილი და/ან თხილი და გემრიელად მიირთვით.სურათზე მარცხნივ ზევით - ჩიას თესლები; მარცხნივ ქვევით - ჩიას თესლები რძეში; მარჯვნივ - საჭმელად გამზადებული ჩია პუდინგი.
ბოსტნეულის სალათა
ჩემი სალათა ძირითადად შედგება იმისგან, რაც მაცივარში მოიძებნება. ამიტომ ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია მაცივარში გემრიელი და ჯანსაღი რაღაცეები იყოს:)აი, ერთ-ერთი ვერსია - პომიდორი (კანს ყოველთვის ვაცლით), ყაბაყი, ოხრახუში, რეჰანი, ჩინური კომბოსტო, მზერუმზირა, სეზამის მარცვლები. სალათს აქვს ჰიმალაის მარილი და სელის ზეთი. ძალიან გემრიელია, მერწმუნეთ.
No comments:
Post a Comment