წვენები

წითელი წვენი
სტაფილო, ვაშლი, ჭარხალი, ჯინჯერი - დღის გემრიელი დასაწყისი (წყლის მერე).  ეს წვენი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ძალიან სასარგებლოც - გაჯერებულია ვიტამინებით და ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას (დეტოქსს) და გაჯანსაღებას. გაითვალისწინეთ, ჭარხლის დოზა ნელ-ნელა უნდა გაზარდოთ, დაიწყეთ მეოთხედი ჭარხლით. 
აი ჩემი წვენი, რომ დავიწყე დალევა მერე გამახსენდა, რომ თქვენთვის გაზიარება მინდოდა :)



მწვანე წვენი
მწვანე წვენები საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმის გაწმენდისათვის, ის ასევე ხელს უწყობს ორგანიზმში ტუტე-დონის აწევას და არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. წაიკითხეთ დაწვრილებით მწვანე წვენების სარგებლის შესახებ. უყურეთ როგორ მზადდება მწვანე წვენი. გახსოვდეთ ეს მხოლოდ ერთი ვერსიაა - იყავით კრეატიულები.

No comments:

Post a Comment