დესერტი

ჩიზქეიქი ჩიზის გარეშე:)
ეს არის ჩიზქეიქი, რომელიც არ შეიცავს რძის პროდუქტს, შაქარს, ფქვილს და, რაც მთავარია, უმია.
აი როგორ კეთდება - 1 ჭიქა ფინიკი (10 წუთით დაალბეთ წყალში) და 1 ჭიქა დაფქული ნიგოზი კარგად აურიეთ. მიიღებთ ერთგვაროვან მასას, რომელიც არის ჩიზქეიქის ძირი. ჩადეთ ჭურჭელში, გააბრტყელეთ ძირზე (სილიკონის ფორმები ძალიან მოხერხებულია) და შედეთ საყინულეში.
თეთრი ნაწილი კეთდება შემდეგნაირად: 1 ჭიქა ქეშიუ (1 საათი მდუღარე წყალში დაალბეთ), 1 დიდი ლიმნის წვენი, 1/3 ჭიქა გამდნარი ქოქოსის ზეთი, 1/2 ჭიქა ქოქოსის რძე (ან წყალში გახსნილი 1 კოვზი ქოქოსის რძის ფხვნილი), 3-4 სუფრის კოვზი თაფლი - ეს ყველაფერი კარგად დააბლენდერეთ და დაასხით გაყინულ გამზადებულ ძირებს.
მე დღეს ზევიდან ზოგს გახეხილი ბანანი გავურიე და ზოგს ზაფხულში ჩემ ეზოში დაკრეფილი გაყინული მალინა. აი, როგორი გამოვიდა...

კაკაოს ბურთები 
- ფინიკი, შავი ქლიავი, ქიშმიში (ერთი ჭიქა)
- დაფქული თხილეული - ნუში, მზესუმზირა, ნიგოზი, ქეშიუ (ერთი ჭიქა)
- ბანანი (ერთი ცალი), შეგიძლიათ შეცვალოთ ვაშლით
- დაფქული სელი (ნახევარი ჭიქა)
- კაკაო (1-2 კოვზი)
ეს ყველაფერი ერთად ათქვიფეთ Food Processor-ით ვიდრე ერთგვაროვანი მასა არ გახდება, დაამრგვალეთ პატარა ბურთებად, ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში, ნახევარი საათი შეინახეთ საყინულეში და შემდეგ გემრიელად მიირთვით.
ყოველ გაკეთებაზე ინგრედიენტების რაოდენობა და თხილეულის სახეობა იცვლება და სხვადასხვანაირი გამომდის ხოლმე, აი დღეს როგორი გამომივიდა...

შეგიძლიათ ბრაუნის ფორმა მისცეთ და ასეთი გააკეთოთ...

ხილის ჩირი შეგიძლიათ მიირთვათ დაჩირებული ხილი. ჩვენი საყვარელი ჩირებია კარალიოკი, მსხალი, მანგო. აი, როგორ მიირთმევს 6 თვის ალექსანდრა მანგოს ჩირს. დამეთანხმებით, ძალიან მოწონს...

No comments:

Post a Comment