29.12.14

გაღვივებული თესლები

ძალიან სასარგებლოა გაღვივებული თესლები. უგემრიელესია სალათებში. სპეციალური ჭურჭელია საჭირო (ნახეთ ჩემი ჭურჭლები სურათში). ყველაზე ძალიან მე შემდეგი თესლები მიყვარს: ალფა-ალფა, ბროკოლი, მზესუმზირა, მწვანე მონგი, ხორბალი, მდოგვი...

შენიშვნა: ვიდრე ჭურჭელს შეიძენთ, შეგიძლიათ პლასტმასის ბორჯომის ბოთლი გამოიყენოთ და თავსახურის მაგივრად მარლა გადააკრათ.

თესლების მოვლა - დილა-საღამოს წყალი უნდა ჩაასხათ ჭურჭელში და გადაღვაროთ. სხვადასხვა თესლს განსხვავებული დრო სჭირდება გასაღვივებლად, მაგალითად, მონგი (კარფურში იყიდება) ღვივდება 2-3 დღეში, მზესუმზირას 10 დღე სჭირდება.

მიირთვით ღვიები და იყავით ჯანმრთელები...

1.12.14

'პური'

ჩვენ თეთრ ფქვილს არ ვჭამთ, მაგრამ 'პური' გვიყვარს... ჩვენი პური ფქვილის და საფუარის გარეშეა და თან უმი... :)