გაღვივებული თესლები
ძალიან სასარგებლოა გაღვივებული თესლები. უგემრიელესია სალათებში. სპეციალური ჭურჭელია საჭირო (ნახეთ ჩემი ჭურჭლები სურათში). ყველაზე ძალიან მე შემდეგი თესლები მიყვარს: ალფა-ალფა, ბროკოლი, მზესუმზირა, მწვანე მონგი, ხორბალი, მდოგვი...
შენიშვნა: ვიდრე ჭურჭელს შეიძენთ, შეგიძლიათ პლასტმასის ბორჯომის ბოთლი გამოიყენოთ და თავსახურის მაგივრად მარლა გადააკრათ.
თესლების მოვლა - დილა-საღამოს წყალი უნდა ჩაასხათ ჭურჭელში და გადაღვაროთ. სხვადასხვა თესლს განსხვავებული დრო სჭირდება გასაღვივებლად, მაგალითად, მონგი (კარფურში იყიდება) ღვივდება 2-3 დღეში, მზესუმზირას 10 დღე სჭირდება.
მიირთვით ღვიები და იყავით ჯანმრთელები...
ramdeni dge und amzesumziras?
ReplyDeleteმზესუმზირას 7-8 დღე მაინც უნდა :)
Delete