19.3.15

ყვავილოვანი კომბოსტო უმად

ინგრედიენტები:
- ერთი თავი ყვავილოვანი კომბოსტო
- ქოქოსის კრემი წყალში გახსნილი (ნახევარი ჭიქა)
- სხვადასხვანაირი თხილები (ერთი მუჭა)
- ზეითუნის, სელის ან სეზამის ზეთი (1 სუფრის კოვზი)
- კურკუმა (1 ჩაის კოვზი)
- მარილი
- ჩილი
ყვავილოვანი კომბოსტოს გარდა დანარჩენი ინგრედიენტები დააბლენდერეთ და მიღებულ სოუსში ამოვლეთ კომბოსტოს თითოეული პატარა ყვავილი. 6-8 საათი დატოვეთ დეჰიდრატორში და მწვანე ფოთლებთან ერთად გემრიელად მიირთვით.

2.3.15

ისპანახის ჩიპსი

ძალიან გემრიელი და სასარგებლო ისპანახის ჩიპსი

ინგრედიენტები: ისპანახი, ერთი მუჭი ქეშიუ, ერთი მანდარინი, ნახევარი ჩაის კოვზი პაპრიკა (წითელი წიწაკა).

მომზადება: დააბლენდერეთ დალბობილი ქეშიუ, მანდარინი და პაპრიკა. მიღებულ სოუსში ამოავლეთ ისპანახის ფოთლები. დადეთ დეჰიდრატორზე 4-6 საათი და მიირთვით გემრიელად.

გისურვებთ კარგად ყოფნას.

სიყვარულით,
ანუკი