ძალიან გემრიელი მარწყვის სმუსი, არაჩვეულებრივი დღის დასაწყისი...
ინგრედიენტები:
- 1/2 ჭიქა ქოქოსის რძე ან წყალი
- 1/2 ჭიქა გაყინული მარწყვი
- 3 ცალი ფინიკი
- 6 ცალი ქეშიუ
- ვანილი
მომზადება:
დააბლენდერეთ ჯერ წყალი და ქეშიუ (ქეშიუ აძლევს სიბლანტეს), დაუმატეთ ფინიკი (სიტკბოსთვის) და ვანილი, ბოლოს დაამატეთ მარწყვი.
.
ეს ბლოგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მისდიოს ჯანმრთელ კვებას. ჩვენ არ ვჭამთ ხორცს, კვერცხს, თევზს, ზღვის პროდუქტს და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი საკვები მივიღოთ უმი სახით.
25.5.15
15.5.15
უმი გერკულესის ფაფა
ერთხელ გავაკეთე და მას შემდეგ თითქმის ყოველდღე, ერთი პორცია მაინც, მიდევს მაცივარში...
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა ქოქოსის რძე
- 2 ს/კ გერკულესი
- 1 ს/კ დაფქული სელი
- 1 ს/კ ჩიას თესლი
- 1 ს/კ თაფლი
- ვანილი
- მარწყვი (სასურველია)
- ნუშის ფქვილი (სასურველია)
მომზადება:
ქოქოსის რძეში ჩაყარეთ გერკულესი, სელი, ჩია, თაფლი, ვანილი. შეგიძლიათ დააბლენდეროთ ან კოვზით მოურიოთ. 5 წუთით გააჩერეთ და კიდევ ერთხელ მოურიეთ. შედეთ მაცივარში 2-3 საათით. მირთმევის წინ შეგიძლიათ მოაყაროთ მარწყვი (ან ნებისმიერი სხვა ახალი ხილი) და ნუშის ფქვილი (ან ნებისმიერი თხილეული).
უმარტივესია. გააკეთეთ და მომწერეთ როგორ მოგეწონათ.
სიყვარულით,
ანუკი

Subscribe to:
Posts (Atom)