13.11.15

ხილის ტორტი

უმი, რძის პროდუქტის და შაქრის გარეშე, ჯანმრთელი, გემრიელი ხილის ტორტი.

გჭირდებათ:
- 1 ჭიქა ქეშიუ (ინდური თხილი), რამდენიმე საათით წყალში დალბობილი
- 1/2 ჭიქა ფინიკი, რამდენიმე საათით წყალში დალბობილი 
- 1/2 ჭიქა ნიგოზი ან ნუში
- 1/2 ჭიქა მოცვი, გაყინული
- 1/2 ჭიქა ჟოლო, გაყინული
- 1/2 ჭიქა წიწიბურა ან წიწიბურას ფქვილი
- 1 ბანანი, გაყინული

პირველი ფენა: ფუდ პროცესორით აურიეთ ნიგოზი, ფინიკი, წიწიბურა. მიღებული მასა ჩადეთ ფორმაში და გააბრტყელეთ. შეყინეთ რამდენიმე საათი.

მეორე ფენა: ნახევარი ჭიქა ქეშიუ და ბანანი ათქვიფეთ და წაუსვით პირველ ფენას. შეყინეთ რამდენიმე საათი.

მესამე ფენა: დარჩენილი ქეშიუ და მოცვი ან ჟოლო ან ორივე ათქვიფეთ და წაუსვით მეორე ფენას. მოაყარეთ ზევიდან გაყინული ხილი და შეყინეთ რამდენიმე საათი.

სურვილისამებრ, თუ უფრო ტკბილი გინდათ გამოვიდეს, დაუმატეთ ბანანი, ფინიკი, თაფლი.


სუფრაზე გამოტანამდე ნახევარი საათით ადრე გამოიღეთ საყინულედან და გემრიელად მიირთვით.




12.11.15

შოკოლადის ფილა

დაუჯერებლად გემრილი!

გჭირდებად მხოლოდ 3 რამ:

- 1/3 ჭიქა ქოქოსის ზეთი (გუდვილში ვყიდულობ)
- 2 სუფრის კოვზი კაკაო (ამაზონიდან ვიწერ)
- 1 ან 2 სუფრის კოვზი თაფლი

ქოქოსის ზეთი უნდა იყოს თხევად მდგომარეობაში, დაუმატეთ კაკაო და თაფლი, მოურიეთ. მიღებული თხევადი შოკოლადი ჩაასხით სილიკონის ფორმებში. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ თხილი, ნიგოზი, ქიშმიში და შეყინეთ რამდენიმე საათი.

უკვე აღარ ვდარდობ ალექსანდრა თუ მეტყვის შოკოლადი მინდაო :) 

7.11.15

ბანანი შოკოლადით და ნიგვზით

ინგრედიენტები:
  • 1 ბანანი
  • 3 ფინიკი
  • 1 ჩ.კ. კაკაო
  • 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი ან წყალი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 3-4 ნიგოზი

ფინიკი ჩაალბეთ ცხელ წყალში, რომ დარბილდეს და დააბლენდერეთ ქოქოსის ზეთში ან წყალში, დაუმატეთ კაკაო და თაფლი. ბანანს კანი მოაშორეთ, მოასხით შოკოლადის სითხე და მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი (შეგიძლიათ ნიგოზი მოხალოთ).

მიირთვით გემრიელად.

P.S. დღეს შოკოლადის ფილას ვტესტავ, თუ გამომივა გაგიზიარებთ.

30.9.15

ნაყინი (Raw Vegan)

კიდევ ერთი პოსტი ნაყინის შესახებ...

შეყვარებული ვარ ბანანისგან მიღებულ ნაყინზე.

დღეს დავაბლენდერე (food processor-ით) 4 ცალი ნაყინი, 1/3-ს შევურიე 1 ჭიქა გაყინული ჟოლო, 1/3-ს კი - 1 სუფრის კოვზი კაკაო. ფენა-
ფენა ჩავასხი ქილებში.

3 ასეთი ქილა გამოვიდა.

თქვენც ცადეთ, გემრიელია.

28.9.15

ბანანის ნაყინი ვაშლის ჩირით და კაკაოთი

ინგრედიენტები:
  • 2 ვაშლი
  • 4 ბანანი
  • 6 ფინიკი
  • 1/2 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1 მსხალი
  • 1 ჩ.კ. კაკაო
  • 1 ჩ.კ. ნეკერჩხლის (Maple) ან ქოქოსის კარაქი
ბანანი (კარგად დამწიფებული) გაყინეთ და კარგად დააბლენდერეთ (food processor-ით უფრო ადვილია, ვიდრე ბლენდერით). მიიღებთ ნაყინის.

ვაშლი დაჭერით თხლად და ამოსვარეთ დაბლენდერებულ დარიჩინის და ფინიკის (3 ცალი) მასაში. დადეთ დეჰიდრატორზე (დაახლოებით 4 საათი).

მოსასხმელის გასაკეთებლად დააბლენდერეთ მსხლის ჩირი (ან ლეღვის, ან რაიმე სხვა ხილის), ნეკერჩხლის კარაქი, კაკაო, დარჩენილი ფინიკი, შეათხელეთ წყლით.


ფიალაში მოათავსეთ რამდენიმე ვაშლის ნაჭერი, მოუდეთ ნაყინი და მოასხით კაკაოს სითხე. გემრიელად მიირთვით.


11.8.15

ნაყინი

ამ უგემრიელესი ნაყინის გასაკეთებლად გჭირდებათ მხოლოდ ერთი ინგრედიენტი - ბანანი!

აიღეთ ორი ბანანი, რამდენიმე დღე გააჩერეთ, რომ კარგად დამწიფდეს და ჩატკბეს. შემდეგ თითო ბანანი სამად გაჭერით და საყინულეში შედეთ 4-6 საათით მაინც. გამოიღეთ, დაჭერით პატარებად და დააბლენდერეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ ბანანი ნაყინად გადაიქცევა. ჩადეთ ფიალაში და შედეთ საყინულეში.

შეგიძლიათ სხვადასხვა გემოები შეურიოთ. ჩემი დღევანდელი ნაყინი არის კივის არომატით - ერთი ტკბილი, ჩარბილებული, გაყინული კივი დავაბლენდერე ბანანთან ერთად. ასევე შეგიძლიათ გაურიოთ კაკაო, მოცვი (გაყინული), ვანილი, დარიჩინი და ა.შ.


ფოტოზე ალის საყვარელი ნაყინი და განუყრელი თოჯინა.

1.7.15

ვაშლის ღვეზელი (უმი)

ჩემი ვაშლის ღვეზელი არის უმი, არ შეიცავს შაქარს, ფქვილს. ძირი არის თხილები და ფინიკი, შუაში - თხლად დაჭრილი ვაშლი ამოვლებულია ფინიკის, ფორთოხლის და დარიჩინის სოუსში და ზევიდან აყრია მზესუმზირა... გემრიელი და ტკბილი...