15.11.14

დილა...

დღეს ვიწყებთ საუზმით. რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს, საუზმეს მაინც მივირთმევთ. უზმოზე კარგია ერთი ან ორი ჭიქა წყალი (მე ცოტა ლიმონსაც ვაწურავ). ამის შემდეგ ვწურავ ხილის და ბოსტნეულის წვენებს და ოჯახის ყველა წევრს ვასმევ, 6 თვის ალექსანდრას ჩათვლით. წვენების შესახებ ინფორმაციას დავწერ ბლოგის წვენების გვერდზე. წვენებს მოყვება საუზმე, რომელიც ძირითადად ბოსტნეულის სალათებს მოიცავს. თუ როგორ სალათებს მივირთმევთ იხილეთ საუზმის გვერდზე.

2 comments:

  1. მშვენიერი ბლოგი უნდა იყოს, ისე ვატყობ! წარმატებები! :)

    ReplyDelete