29.12.14

გაღვივებული თესლები

ძალიან სასარგებლოა გაღვივებული თესლები. უგემრიელესია სალათებში. სპეციალური ჭურჭელია საჭირო (ნახეთ ჩემი ჭურჭლები სურათში). ყველაზე ძალიან მე შემდეგი თესლები მიყვარს: ალფა-ალფა, ბროკოლი, მზესუმზირა, მწვანე მონგი, ხორბალი, მდოგვი...

შენიშვნა: ვიდრე ჭურჭელს შეიძენთ, შეგიძლიათ პლასტმასის ბორჯომის ბოთლი გამოიყენოთ და თავსახურის მაგივრად მარლა გადააკრათ.

თესლების მოვლა - დილა-საღამოს წყალი უნდა ჩაასხათ ჭურჭელში და გადაღვაროთ. სხვადასხვა თესლს განსხვავებული დრო სჭირდება გასაღვივებლად, მაგალითად, მონგი (კარფურში იყიდება) ღვივდება 2-3 დღეში, მზესუმზირას 10 დღე სჭირდება.

მიირთვით ღვიები და იყავით ჯანმრთელები...

1.12.14

'პური'

ჩვენ თეთრ ფქვილს არ ვჭამთ, მაგრამ 'პური' გვიყვარს... ჩვენი პური ფქვილის და საფუარის გარეშეა და თან უმი... :)

24.11.14

მეტი ბოსტნეული უმად...

თუ გვინდა რომ ჯანმრთელად ვიცხოვროთ, უნდა მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული უმი სახით. ხილიც კარგია, მაგრამ ბოსტნეული უნდა ჭარბობდეს. ნახეთ წვენების და საუზმის გვერდი იდეებისთვის.
აი, ეს ყველაფერი დამჭირდა დღეს საუზმისთვის...

18.11.14

გეტკბილებათ?

გაინტერესებთ რას ვჭავთ, როცა ტკბილეული გვინდება? ცნობისათვის, ჩვენ არც შაქარს და არც მის შემცვლელებს ვჭამთ. ნახეთ დესერტების გვერდი.

15.11.14

დილა...

დღეს ვიწყებთ საუზმით. რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს, საუზმეს მაინც მივირთმევთ. უზმოზე კარგია ერთი ან ორი ჭიქა წყალი (მე ცოტა ლიმონსაც ვაწურავ). ამის შემდეგ ვწურავ ხილის და ბოსტნეულის წვენებს და ოჯახის ყველა წევრს ვასმევ, 6 თვის ალექსანდრას ჩათვლით. წვენების შესახებ ინფორმაციას დავწერ ბლოგის წვენების გვერდზე. წვენებს მოყვება საუზმე, რომელიც ძირითადად ბოსტნეულის სალათებს მოიცავს. თუ როგორ სალათებს მივირთმევთ იხილეთ საუზმის გვერდზე.