1.12.14

'პური'

ჩვენ თეთრ ფქვილს არ ვჭამთ, მაგრამ 'პური' გვიყვარს... ჩვენი პური ფქვილის და საფუარის გარეშეა და თან უმი... :)

როგორც წინა პოსტებიდან გაიგეთ, დიდი რაოდენობით წვენებს ვსვამთ. ბოსტნეულის, ხილის, გამოწურულ მასას, გადაყრის მაგივრად, ვაგროვებ რამდენიმე დღე და შემდეგ 'პურის ცომს' ვზილავ. სტაფილოს, ჭარხლის, მწვანილის, ყაბაყის, ბროკოლის, ჯინჯერის და ა.შ. წვენგამოცლილ მასას ვუმატებ ერთ კოვზ ჰიმალაის მარილს, ერთ ჭიქა დაფქვილ სელს (flaxseed) და სუნელს (ძირა, როზმარინი, შავი პილპილი, წითელი წიწაკა, ან ნემისმიერი სხვა სუნელი, თქვენი გემოვნების მიხედვით). ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ დაფქვილი მზესუმზირა, ძალიან აგემრიელებს. ეს ყველაფერი ხელით კარგად მოზილეთ, გააკეთეთ პატარა ბრტყელი ბურთები და დეჰიდრატორში (ჩირის გასაკეთებელი) გააჩერეთ 40-45 გრადუსზე დაახლოებით 10-14 საათი.

აი, ნახეთ ჩემი 'პურის' ინგრედიენტები და უკვე 'გამომცხვარი' პური.

1 comment: