13.11.15

ხილის ტორტი

უმი, რძის პროდუქტის და შაქრის გარეშე, ჯანმრთელი, გემრიელი ხილის ტორტი.

გჭირდებათ:
- 1 ჭიქა ქეშიუ (ინდური თხილი), რამდენიმე საათით წყალში დალბობილი
- 1/2 ჭიქა ფინიკი, რამდენიმე საათით წყალში დალბობილი 
- 1/2 ჭიქა ნიგოზი ან ნუში
- 1/2 ჭიქა მოცვი, გაყინული
- 1/2 ჭიქა ჟოლო, გაყინული
- 1/2 ჭიქა წიწიბურა ან წიწიბურას ფქვილი
- 1 ბანანი, გაყინული

პირველი ფენა: ფუდ პროცესორით აურიეთ ნიგოზი, ფინიკი, წიწიბურა. მიღებული მასა ჩადეთ ფორმაში და გააბრტყელეთ. შეყინეთ რამდენიმე საათი.

მეორე ფენა: ნახევარი ჭიქა ქეშიუ და ბანანი ათქვიფეთ და წაუსვით პირველ ფენას. შეყინეთ რამდენიმე საათი.

მესამე ფენა: დარჩენილი ქეშიუ და მოცვი ან ჟოლო ან ორივე ათქვიფეთ და წაუსვით მეორე ფენას. მოაყარეთ ზევიდან გაყინული ხილი და შეყინეთ რამდენიმე საათი.

სურვილისამებრ, თუ უფრო ტკბილი გინდათ გამოვიდეს, დაუმატეთ ბანანი, ფინიკი, თაფლი.


სუფრაზე გამოტანამდე ნახევარი საათით ადრე გამოიღეთ საყინულედან და გემრიელად მიირთვით.




12.11.15

შოკოლადის ფილა

დაუჯერებლად გემრილი!

გჭირდებად მხოლოდ 3 რამ:

- 1/3 ჭიქა ქოქოსის ზეთი (გუდვილში ვყიდულობ)
- 2 სუფრის კოვზი კაკაო (ამაზონიდან ვიწერ)
- 1 ან 2 სუფრის კოვზი თაფლი

ქოქოსის ზეთი უნდა იყოს თხევად მდგომარეობაში, დაუმატეთ კაკაო და თაფლი, მოურიეთ. მიღებული თხევადი შოკოლადი ჩაასხით სილიკონის ფორმებში. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ თხილი, ნიგოზი, ქიშმიში და შეყინეთ რამდენიმე საათი.

უკვე აღარ ვდარდობ ალექსანდრა თუ მეტყვის შოკოლადი მინდაო :) 

7.11.15

ბანანი შოკოლადით და ნიგვზით

ინგრედიენტები:
  • 1 ბანანი
  • 3 ფინიკი
  • 1 ჩ.კ. კაკაო
  • 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი ან წყალი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 3-4 ნიგოზი

ფინიკი ჩაალბეთ ცხელ წყალში, რომ დარბილდეს და დააბლენდერეთ ქოქოსის ზეთში ან წყალში, დაუმატეთ კაკაო და თაფლი. ბანანს კანი მოაშორეთ, მოასხით შოკოლადის სითხე და მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი (შეგიძლიათ ნიგოზი მოხალოთ).

მიირთვით გემრიელად.

P.S. დღეს შოკოლადის ფილას ვტესტავ, თუ გამომივა გაგიზიარებთ.

30.9.15

ნაყინი (Raw Vegan)

კიდევ ერთი პოსტი ნაყინის შესახებ...

შეყვარებული ვარ ბანანისგან მიღებულ ნაყინზე.

დღეს დავაბლენდერე (food processor-ით) 4 ცალი ნაყინი, 1/3-ს შევურიე 1 ჭიქა გაყინული ჟოლო, 1/3-ს კი - 1 სუფრის კოვზი კაკაო. ფენა-
ფენა ჩავასხი ქილებში.

3 ასეთი ქილა გამოვიდა.

თქვენც ცადეთ, გემრიელია.

28.9.15

ბანანის ნაყინი ვაშლის ჩირით და კაკაოთი

ინგრედიენტები:
  • 2 ვაშლი
  • 4 ბანანი
  • 6 ფინიკი
  • 1/2 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1 მსხალი
  • 1 ჩ.კ. კაკაო
  • 1 ჩ.კ. ნეკერჩხლის (Maple) ან ქოქოსის კარაქი
ბანანი (კარგად დამწიფებული) გაყინეთ და კარგად დააბლენდერეთ (food processor-ით უფრო ადვილია, ვიდრე ბლენდერით). მიიღებთ ნაყინის.

ვაშლი დაჭერით თხლად და ამოსვარეთ დაბლენდერებულ დარიჩინის და ფინიკის (3 ცალი) მასაში. დადეთ დეჰიდრატორზე (დაახლოებით 4 საათი).

მოსასხმელის გასაკეთებლად დააბლენდერეთ მსხლის ჩირი (ან ლეღვის, ან რაიმე სხვა ხილის), ნეკერჩხლის კარაქი, კაკაო, დარჩენილი ფინიკი, შეათხელეთ წყლით.


ფიალაში მოათავსეთ რამდენიმე ვაშლის ნაჭერი, მოუდეთ ნაყინი და მოასხით კაკაოს სითხე. გემრიელად მიირთვით.


11.8.15

ნაყინი

ამ უგემრიელესი ნაყინის გასაკეთებლად გჭირდებათ მხოლოდ ერთი ინგრედიენტი - ბანანი!

აიღეთ ორი ბანანი, რამდენიმე დღე გააჩერეთ, რომ კარგად დამწიფდეს და ჩატკბეს. შემდეგ თითო ბანანი სამად გაჭერით და საყინულეში შედეთ 4-6 საათით მაინც. გამოიღეთ, დაჭერით პატარებად და დააბლენდერეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ ბანანი ნაყინად გადაიქცევა. ჩადეთ ფიალაში და შედეთ საყინულეში.

შეგიძლიათ სხვადასხვა გემოები შეურიოთ. ჩემი დღევანდელი ნაყინი არის კივის არომატით - ერთი ტკბილი, ჩარბილებული, გაყინული კივი დავაბლენდერე ბანანთან ერთად. ასევე შეგიძლიათ გაურიოთ კაკაო, მოცვი (გაყინული), ვანილი, დარიჩინი და ა.შ.


ფოტოზე ალის საყვარელი ნაყინი და განუყრელი თოჯინა.

1.7.15

ვაშლის ღვეზელი (უმი)

ჩემი ვაშლის ღვეზელი არის უმი, არ შეიცავს შაქარს, ფქვილს. ძირი არის თხილები და ფინიკი, შუაში - თხლად დაჭრილი ვაშლი ამოვლებულია ფინიკის, ფორთოხლის და დარიჩინის სოუსში და ზევიდან აყრია მზესუმზირა... გემრიელი და ტკბილი...




18.6.15

იოგა გვაბედნიერებს?!

ცოტა პოზიტივი... დავუბრუნდეთ ბედნიერებას...

დიდი მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩემ კვლევაში, რომელიც მიზნად ისახავდა ბედნიერებაზე ვარჯიშის გავლენის დადგენას. კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ პრეზენტაციაში:

 

ასევე, შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია ვრცლად.

გისურვებთ ბედნიერებას.

სიყვარულით,
ანუკი

25.5.15

მარწყვის სმუსი

ძალიან გემრიელი მარწყვის სმუსი, არაჩვეულებრივი დღის დასაწყისი...

ინგრედიენტები:
- 1/2 ჭიქა ქოქოსის რძე ან წყალი
- 1/2 ჭიქა გაყინული მარწყვი
- 3 ცალი ფინიკი
- 6 ცალი ქეშიუ
- ვანილი

მომზადება:
დააბლენდერეთ ჯერ წყალი და ქეშიუ (ქეშიუ აძლევს სიბლანტეს), დაუმატეთ ფინიკი (სიტკბოსთვის) და ვანილი, ბოლოს დაამატეთ მარწყვი.

.

15.5.15

უმი გერკულესის ფაფა

ერთხელ გავაკეთე და მას შემდეგ თითქმის ყოველდღე, ერთი პორცია მაინც, მიდევს მაცივარში...

ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა ქოქოსის რძე
- 2 ს/კ გერკულესი
- 1 ს/კ დაფქული სელი
- 1 ს/კ ჩიას თესლი
- 1 ს/კ თაფლი
- ვანილი
- მარწყვი (სასურველია)
- ნუშის ფქვილი (სასურველია)

მომზადება:
ქოქოსის რძეში ჩაყარეთ გერკულესი, სელი, ჩია, თაფლი, ვანილი. შეგიძლიათ დააბლენდეროთ ან კოვზით მოურიოთ. 5 წუთით გააჩერეთ და კიდევ ერთხელ მოურიეთ. შედეთ მაცივარში 2-3 საათით. მირთმევის წინ შეგიძლიათ მოაყაროთ მარწყვი (ან ნებისმიერი სხვა ახალი ხილი) და ნუშის ფქვილი (ან ნებისმიერი თხილეული).

უმარტივესია. გააკეთეთ და მომწერეთ როგორ მოგეწონათ.

სიყვარულით,
ანუკი


19.4.15

ბანანის სმუსი

ბანანის სმუსი - გემრიელი საუზმე, სადილი თუ ვახშამი...

ჩემი დილის სმუსის შემადგენლობა:

- ბანანი (1 ცალი)
- ანანასი (რამდენიმე ნაჭერი)
- ფინიკი (2-3 ცალი)
- სელი (1 ჩაის კოვზი)
- ვანილი

მომზადების წესი: დაწურეთ ანანასი და ყველა დანარჩენ ინგრედიენტთან ერთად დააბლენდერეთ.

სიყვარულით
ანუკი


15.4.15

ჩიზქეიქი უმი, ვეგანური, სიყვარულით 'გამომცხვარი'

სიყვარულის დღეს გილოცავთ უმი ვეგანური ჩიზქეიქით. რეცეპტი ნახეთ დესერტების გვედზე.


ულევი სიყვარულით,
ანუკი

7.4.15

ისპანახის დიპი

უმარტივესი მოსამზადებელი...

გჭირდებათ:
- ისპანახი (ნახევარი შეკვრა)
- ყველი (2-3 ნაჭერი)
- მარილი (ჰიმალაის)
- შავი პილპილი
- ზეითუნის ზეთი

მდუღარე წყალში ჩააგდეთ ისპანახი 5 წუთით, გადაასხით წყალი და გაწურვის გარეშე დააბლენდერეთ დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად.

შეგიძლიათ მიირთვათ ვეგეტარიანას უმ პურებთან ან ბოსტნეულის ჩხირებთან ერთად (სტაფილო, ყაბაყი, კიტრი, ბულგარული, ნიახური).

იყავით კარგად,
ანუკი

5.4.15

მწვანე სმუსი

ყოველდღე განსხვავებული გემო...

დღეს დილით იყო:
- ისპანახის ფოთლები
- ანანასი
- კივი
- ფორთოხლის წვენი
- მანდარინის წვენი

მომზადების წესი: ფორთოხლის და მანდარინის წვენში დააბლენდერეთ დანარჩენი ინგრედიენტები.

მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული უმად.

სიყვარულით,
ანუკი

19.3.15

ყვავილოვანი კომბოსტო უმად

ინგრედიენტები:
- ერთი თავი ყვავილოვანი კომბოსტო
- ქოქოსის კრემი წყალში გახსნილი (ნახევარი ჭიქა)
- სხვადასხვანაირი თხილები (ერთი მუჭა)
- ზეითუნის, სელის ან სეზამის ზეთი (1 სუფრის კოვზი)
- კურკუმა (1 ჩაის კოვზი)
- მარილი
- ჩილი
ყვავილოვანი კომბოსტოს გარდა დანარჩენი ინგრედიენტები დააბლენდერეთ და მიღებულ სოუსში ამოვლეთ კომბოსტოს თითოეული პატარა ყვავილი. 6-8 საათი დატოვეთ დეჰიდრატორში და მწვანე ფოთლებთან ერთად გემრიელად მიირთვით.

2.3.15

ისპანახის ჩიპსი

ძალიან გემრიელი და სასარგებლო ისპანახის ჩიპსი

ინგრედიენტები: ისპანახი, ერთი მუჭი ქეშიუ, ერთი მანდარინი, ნახევარი ჩაის კოვზი პაპრიკა (წითელი წიწაკა).

მომზადება: დააბლენდერეთ დალბობილი ქეშიუ, მანდარინი და პაპრიკა. მიღებულ სოუსში ამოავლეთ ისპანახის ფოთლები. დადეთ დეჰიდრატორზე 4-6 საათი და მიირთვით გემრიელად.

გისურვებთ კარგად ყოფნას.

სიყვარულით,
ანუკი

11.2.15

დღის არაჩვეულებრივი დასაწყისი ჩია პუდინგით

ჩიას თესლებისგან დამზადებული უგემრიელესი საუზმის - ჩია პუდინგის, რეცეპტი იხილეთ ვეგეტარიანას საუზმის გვერდზე. ორიოდე სიტყვით რატომ უნდა ვჭამოთ ჩია. ეს თესლები გამოირჩევა ომეგა 3-ის, ანტიოქსიდანტების, კალციუმის, პროტეინის, ვიტამინების და მინერალების შემცველობით. ჩიას თესლები შედის 'სუპერ საკვების' ჩამონათვალში. ჩიას თესლები შეგიძლიათ შეიძინოთ ამაზონზე. თუ იცით, რომ თბილისში იყიდება ჩიას თესლები, გთხოვთ მომწერეთ.
გისურვებთ კარგად ყოფნას.
სიყვარულით,
ანუკი

3.1.15

რატომ უნდა გავხდეთ ვეგეტარიანელები?

"სასაკლაოებს შუშის კედლები რომ ჰქონდეს"... პოლ მაკ-კარტნი



"ვეგეტარიანელად გახდომა არის იმ დინებაში მოქცევა, რომელსაც ნირვანამდე მივყავართ" - ბუდა

ნახეთ რამდენმა გენიოსმა, ნიჭიერმა, ძლიერმა და ლამაზმა ადამიანმა თქვა უარი ხორცის ჭამაზე...